Skip to main content

ექვსი პარტნიორი ქვეყნის ახალგაზრდული მუშაკები კვლავ შეიკრიბნენ საქართველოში - თბილისსა და თელავში (კახეთის რეგიონი) გამოცდილების გაზიარებისა და სოფლის ტურიზმში მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხების შესასწავლად. ტრენინგი გაიმართა 2018 წლის 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე. ტრენინგის მონაწილეებისა და ფასილიტატორებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს დაევალა ფუნქციური მრავალფეროვნების მქონე პირებისთვის გაწეული ტურისტული მომსახურების პრაქტიკული ბარიერების განსაზღვრა და ასევე სერვისის პროვაიდერთა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ცნობიერების ამაღლება უფრო მეტად ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ტურიზმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამ დროს განიხილა ზღვის სანაპიროების ხელმისაწვდომობა, ისევე, როგორც უნივერსალური დიზაინი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სასტუმროების, დიდი და პატარა ქალაქების, საზოგადოებრივი შენობებისა და ადგილების ხელმისაწვდომობის შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგების ნახვა შეგიძლიათ ტრენინგის მიმდინარეობისას გადაღებულ მოკლე ვიდეოში.

ERTSYD. A Story Of Accessibility. GEORGIA 09-16/09/2018