Skip to main content

პარტნიორები

მწვანე ჯვრის საზოგადოება - დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1994 წელს, ხოლო ოფიციალურად დარეგისტრირდა 1995 წლის მარტში.

საზოგადოების ძირითადი მისიაა ხალხის განათლება და მათი ჩამოყალიბება საკუთარ

სახელმწიფოზე მზრუნველ და მისი ბედით დაინტერესებულ მოქალაქეებად.

საზოგადოება აღნიშნული მიზანს აღწევს შემდეგი პრაქტიკული აქტივობებით:

ლატვიის YWCA/YMCA ასოციაციაა - 6 ახალგაზრდული ორგანიზაციისა და 2

ახალგაზრდული ჯგუფისგან შემდგარი სათაო ორგანიზაციაა. IMKA იშიფრება

შემდეგნაირად:

I - ინტეგრაცია (სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და პერსონალური);

M - მობილობა (კულტურებსა და ხალხებს შორის ბარიერების დამსხვრევა,

გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო და

კულტურათაშორისი ურთიერთობების გააზრებას)

K- ქრისტიანული ღირებულებები;

A- აქტუალობა (პრაქტიკული პროგრამები და პროექტები ახალგაზრდებისათვის,

მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური საკითხებისა და პრობლემების

უკეთ აღსაქმელად).

ლატვიის YWCA / YMCA- ს ასოციაცია წევრ ორგანიზაციებს სთავაზობს: ინფორმაციას;

სასწავლო კურსებსა და სემინარებს; კონსულტაციებს; საერთაშორისო თანამშრომლობას.

როგორც ლატვიის ახალგაზრდული საბჭოს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა

თანამშრომლობის ქსელის წევრი ორგანიზაცია, იგი ჩართულია ახალგაზრდული და

გენდერული პოლიტიკის განვითარებაში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, ასევე

ჩართულია სტრუქტურული დიალოგის აქტივობებში და წარმოადგენს ლატვიის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა საკონსულტაციო კომიტეტის

წევრს. IMKA Latvija- ს გააჩნია

საერთაშორისო ახალგაზრდული საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება, როგორც

პოლიტიკის შემუშავების, ისე პრაქტიკულ დონეზე. ამჟამად ორგანიზაცია ჩართულია

ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, ახალგაზრდულ საქმიანობასა და ახალგაზრდულ

ცენტრებში მუშაობისას მიღებული კომპეტენციების აღიარების და დამტკიცების

პროცესში. ორგანიზაცია ყოველდღიურად მუშაობს სოციალურად გარიყულ

ახალგაზრდულ ჯგუფებთან.

საქართველოს სპელეოლოგთა კავშირი - კავშირი ორიენტირებულია მიწისქვეშა სივრცის

ძიებასა და შესწავლაზე, ტოპოგრაფიაზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

ტურისტული მარშრუტების შესწავლაზე, ასევე ეროვნული და საერთაშორისო

სპელეოლოგიური ექსპედიციების ორგანიზებასა და ჩატარებაზე, აღნიშნულ საკითხებში

ახალგაზრდობის მომზადება/დატრენინგებაზე და ტურისტულ საქმიანობაზე.

კავშირი სწავლობს ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს და მუშაობს

ახალგაზრდა თაობაში სპელეოლოგიის პოპულარიზაციაზე. საქართველოს

სპელეოლოგთა კავშირი ორგანიზებას უწევს ტრენინგებსა და სემინარებს როგორც

ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე შეიმუშავებს ტრენინგ პროგრამებსა და

ახალგაზრდების გაცვლით პროექტებს.

გახადე უკეთესი - ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს კუბაში (სამხრეთ ალენტეჟო,

პორტუგალია) და იყენებს საკუთარი პრომოუტერებისა და გუნდის უკანასკნელი 15 წლის ერთობლივი მუშაობისა და პორტუგალიის, ევროპის და ასევე მსოფლიოს სხვა ნაწილების (სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და აზია) საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან

თანამშრომლობის გამოცდილებას. აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს

პარტნიორებისა და თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ მულტიდისციპლინარულ

გუნდს, რომელიც მუშაობს ისეთ ფართო სფეროებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური ეკონომიკა, ყველაზე დაუცველ

ჯგუფებთან მიმართებაში. ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მის მიზნებს

წარმოადგენს: შეიმუშაოს და გამოიყენოს მდგრადი და ფუნქციური სამუშაო მოდელები

და ინსტრუმენტები, რომელიც ხელს შეუწყობს და დაეხმარება ყველაზე დაუცველ

ჯგუფებს. მისი მისიაა საზოგადოების განვითარება ყველა მიმართულებით, კერძოდ

ეკონომიკური, სოციალური, გარემოს დაცვითი და კულტურული კუთხით, რომელიც

დაკავშირებულია სოლიდარობისა და სამართლიანობის მორალურ

პასუხისმგებლობასთან და შესაბამისობაშია მის ძირითად განაცხადში განსაზღვრულ

ყველა სხვა ღირებულებასთან.

ფონდი სოციალურ-ეკონომიკური ბალანსის ინსტიტუტი - მუშაობს იმ საზოგადოების

დასახმარებლად, რომელიც ღიაა მრავალფეროვნებისადმი და გააჩნია უნარი გამოიყენოს თავისი პოტენციალი. საზოგადოება, რომელშიც ყველას ესმის ერთმანეთის. IRSE ქმნის

სივრცეს დიალოგისთვის, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც

ორიენტირებულია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ყველა სოციალური ჯგუფისა და

ინსტიტუტების სოციალური და სამოქალაქო საქმიანობის განვითარებაზე. 2015 წლიდან

ორგანიზაცია არის რეგიონალური ჯგუფის წევრი, რომელმაც შექმნა და განახორციელა

ემიგრანტების ინტეგრაციის მოდელი გდანსკში. 2017 წლიდან ორგანიზაცია არის

გდანსკში მომუშავე თანაბარი უფლებების მოდელის წევრი. IRSE ორგანიზებას უწევს

ტრენინგებსა და სემინარებს ტოლერანტობის, ინტერკულტურული განათლების,

გლობალური განათლების, ემიგრანტებისა და ადგილობრივი საზოგადოების

ინტეგრაციის შესახებ. აწყობს სემინარებს ბაღის ასაკის ბავშვებისთვის, რომლის დროსაც

ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებს; ორგანიზაცია დაწყებითი

სკოლის მოსწავლეებისთვის (12-15 წლამდე) ასევე ახორციელებს პროექტს

"სიძულვილისგან თავისუფალი სკოლა", რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები

მონაწილეობენ ანტიდისკრიმინაციულ სემინარებში. IRSE ასევე სთავაზობს

საერთაშორისო სასწავლო კურსებსა და ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს.

ეკოლოგიური კონსულტაციის ცენტრი CAHUL (ECC CAHUL) – მიზნად ისახავს გარემოს დაცვის, ტურიზმისა და რეგიონალური განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის

მიმართულებით ერთობლივი საზღვრისპირა პროექტების შემუშავებას, რათა სხვადასხვა

აქტივობების გზით ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ბუნების დაცვასა და მდგრად

განვითარებას, ასევე მოახდინოს მოლდოვის რესპუბლიკის ყველა ძალის კონსოლიდაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების

უზრუნველყოფის, ბუნებრივი რესურსების აღდგენისა, გარემოსა და მოსახლეობის

განვითარების, მოქალაქეთა ეკოლოგიური ცნობიერებისა და ხედვის ჩამოყალიბების

მიზნით. ECC Cahul საკუთარ მიზნებს აღწევს ტრენინგ პროგრამებით, ეკოლოგიური

მომზადებისა და განათლებისათვის მოქნილი სისტემის, სიმპოზიუმების,

კონფერენციების, სემინარების გზით, ასევე შეხვედრების საშუალებით, რომელიც შეეხება კულტურის, ბუნებრივი გარემოს და მდგრადი განვითარების პრობლემებს, ასევე

ეკოლოგიური ექსპერტიზის გზით, რომელშიც ჩართულია საზოგადოება და

ხაზგასმულია საზოგადოების დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემებისა და

სულიერი ეკოლოგიის (spiritual ecology) მიმართ, ასევე საინფორმაციო ქსელში

ჩართულობით, გარემოს დაცვითი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და გავრცელების

გზით.