Skip to main content

მეწარმეობა სასოფლო ტურიზმში - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის

Logo ERSTYD

პროექტ „მეწარმეობა სასოფლო ტურიზმში - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის“ (ERTSYD) მიზანია სოფლად მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ და ხელი შეუწყოს მათ სოციალურ ინტეგრაციას, გაზარდოს მათი თვით-შეფასება, რათა შემდგომში გააუმჯობესოს მათი ფინანსური მდგომარეობა პროექტი ხორციელდება ექვსი ქვეყნის მიერ - ევროკავშირის სამი ქვეყანა (ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია) და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა), რომლებიც განავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მრავალი დაგეგმილი ღონისძიების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად ტრენინგები და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები. პროექტის პარტნიორები, თანამშრომლობის გზით შეიმუშავებენ შესაძლებლობების განვითარების პროგრამას, რომელიც ასევე გადაეცემა მათ ქვეყნებში მოღვაწე სხვა ახალგაზრდებს, რათა ხელი შეუწყოს მათ ორგანიზაციების სოციალური გავლენისა და ცნობადობის გაზრდას. პროექტის ამოცანებია: ახალგაზრდებისათვის სამი ტრენინგ კურსის ორგანიზება და ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების, გაცვლა ერთჯერადად; სოფლად, ტურიზმის სექტორში მოღვაწე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სასტუმროების ბიზნესისა და მომსახურების სფეროებთან დაკავშირებით სახელმძღვანელოს შემუშავება და დარიგება; პროექტის მონაწილეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი ცოდნის გაღრმავება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე,რომლებიც ამზადებენ სტუდენტებს სოფლად ტურიზმის, ასევე სარესტორნო და სასტუმო ბიზნესის სექტორებში; სარეკლამო და საინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანიის ჩატარება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონა ახალგაზრდებს წაახალისებს დასაქმდნენ სოფლად ტურიზმის სექტორში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროებისათვის მომზადებული ინტერაქტიული რუკა გამოყენებული იქნება ახალი ტიპის სერვისების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გასავრცელებლად. ამ ინოვაციური პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით კი მარგინალიზებული სოციალური ჯგუფების შესაძლებლობების განვითარება, სოციალურ ცვლილებებს მოუტანს და ღირსეულ წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრაქტიკულ იმპლემენტაციაში და ასევე შესაბამისობაში იქნება გაეროს მდგრადი ტურიზმის წლის მიზნებთან.

პროექტის ნომერი: 589878-EPP -1-2017-1-UA-EPPKA2-CBY-EP-PE