Skip to main content

სოფლის ტურიზმი – დასაქმების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციის შესაძლებლობები

Download PDF (6.1 MB) 

წინასიტყვაობა

 
თავი I
1.1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების საერთაშორისო რეგულაცია
1.2. რა არის ხელმისაწვდომი ტურიზმი?
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მანდატი
საერთაშორისო მოქმედება და ნორმატიული ჩარჩოები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გამოწვევები მოიცავს შემდეგს:
რატომ არის ხელმისაწვდომი ტურიზმი მნიშვნელოვანი?
 
თავი II
2.1. სოფლის ტურიზმის სამართლებრივი რეგულირება. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებები ადამიანის უფლებათა კონტექსტში.
2.2. კერძო განთავსების ობიექტების შექმნა და განვითარება ს & ს სახეობების მიხედვით. ს & ს სისტემის განვითარების ისტორია
2.3. ს & ს სისტემის სახეობები სოფლის ტურიზმში
2.4. სოფლის ტურიზმის ევროპული გამოცდილება
2.5. სოფლის ტურიზმის ორგანიზების ნორდიკული ქვეყნების გამოცდილება
2.6. სოფლის ტურიზმის ორგანიზების დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების გამოცდილება
2.7. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში სოფლის ტურიზმის ორგანიზების მახასიათებლები
2.8. სოფლის ტურიზმის ორგანიზების მახასიათებლები ლატვიაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, ბელარუსში, საქართველოში, პორტუგალიასა და უკრაინაში.
 სწავლების მასალები
2.9. აგრო-სახლების კატეგორიებად დაყოფა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში
2.10. აგრო-ტურიზმის ინიციატივები მსოფლიოში
 სწავლების მასალები
2.11.ფერმის მფლობელთა უფლებები და მოვალეობები
 
თავი III
“როგორ დავაფუძნოთ სოფლის ტურიზმის ბიზნესი“?
ნაბიჯი 1 - სოფლის ტურიზმის საწარმოს ჩამოყალიბების საკვანძო საკითხები
ნაბიჯი 2- ზოგადად რეგიონის ბუნებრივი და სოციალური რესურსების გათვალისწინება
ნაბიჯი 3- ბაზრის კვლევა
ნაბიჯი 4- სამეწარმეო პოტენციალთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება
 სწავლების მასალები
ნაბიჯი 5- საწარმოს დაარსება
ნაბიჯი 6- ბიზნესის დაგეგმვა
 სწავლების მასალები
ნაბიჯი 7- ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და დახმარების სხვა საჭიროებების განსაზღვრა
ნაბიჯი 8- ფასების პოლიტიკის ჩამოყალიბება
ნაბიჯი 9- დაფინანსება
ნაბიჯი 10- ბიზნესის გაუმჯობესება
ნაბიჯი 11- მარკეტინგი და გაყიდვები
 სწავლების მასალები
ნაბიჯი 12- გაყიდვები
ნაბიჯი 13- მუშაობა და უსაფრთხოება
ნაბიჯი 14- მომხმარებლების კმაყოფილების უზრუნველყოფა
სწავლების მასალები
სოფლის ტურიზმთან დაკავშირებული ევროპული პოლიტიკა
“LEADER” მიდგომა სოფლის განვითარებისთვის
 
თავი ІV - შეზღუდული შესაძლებლობის სახეობები და რეკრეაციული და ტურისტული მომსახურებების უზრუნველყოფის მახასიათებლები
4.1. შეზღუდული შესაძლებლობების განმარტება. ძირითადი კონცეფცია.
4.2. „შეზღუდული შესაძლებლობები“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის შესახებ კანონის თანახმად (DDA)
4.3. „შეზღუდული შესაძლებლობები“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტებით
4.4. ICIDH 1980-ში მოცემული განმარტებანი
4.5. შეზღუდული შესაძლებლობების ძირითადი მიდგომები
4.6. შეზღუდული შესაძლებლობების ძირითადი სახეობები
 
თავი V - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მასპინძლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
5.1.1. უსინათლოებისთვის მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
 სწავლების მასალები
5.1.2. თანხლება ობიექტის ტერიტორიაზე
5.1.3. თანხლება მომსახურებების მიღების დროს
5.1.4. რამდენიმე პირის თანხლება
5.1.5. დამხარება ინფორმაციის მიღების დროს
5.1.6. დახმარება უსინათლოებისთვის რესტორანში, პიცერიაში, კაფეში, რაც შეიძლება გახდეს თქვენი მომსახურების ნაწილი
5.1.7. დახმარება უსინათლოებისთვის თვითმომსახურების მაღაზიაში
5.1.8. დახმარების აღმოჩენა უსინათლო პირისთვის, რომელიც მაღაზიაში შემოვიდა სპეციალურად მომზადებულ ძაღლთან ერთად
5.1.9. ძაღლის ყურადღების მოდუნება მოფერებით
5.1.10. დახმარების აღმოჩენა უსინათლოებისთვის სახლში ფილმის ყურებისას
5.1.11. დახმარების აღმოჩენა უსინათლოსთვის სოფლის მუზეუმში
 სწავლების მასალები
5.1.12. დამატებით გასათვალისწინებელი ინფორმაცია
5.2.1. მეტყველების დარღვევის მქონე პირებისთვის მომსახურების გაწევის რეკომენდაციები
5.2.2. დამატებით გასათვალისწინებელი ინფორმაცია
 სწავლების მასალები
5.3. სმენის დაზიანებების მქონე პირებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
5.3.1. სმენის დაზიანებებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია
5.3.2. კომუნიკაცია ენის საშუალებით
5.3.3. კომუნიკაცია ნიშნების გამოყენებით
5.3.4. კომუნიკაციის სხვა მეთოდები
 სწავლების მასალები
5.3.5. რეკომენდაციები საოჯახო სასტუმროების მფლობელებისთვის, რომლებიც მასპინძლობენ სმენის დაზიანების მქონე პირებს
5.3.6. როგორ ვიმუშაოთ ჟესტების თარჯიმანთან?
5.3.7. დამატებით გასათვალისწინებელი ინფორმაცია
5.4.1. ფსიქიკური აშლილობის და შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან დაკავშირებული მითები და რეალური ფაქტები
5.4.2. ინკლუზიური დასვენება გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებისთვის
5.4.3. დამატებით გასათვალისწინებელი ინფორმაცია
 
თავი VI - სოფლის სახლის და მეზობელი ტერიტორიის მოწყობა
6.1. მშენებლობის ნორმები და წესები
შეზღუდული შესაძლებლობების სახეობები
1. გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა
2. მხედველობის უნარის შეზღუდვა
3. სმენის უნარის შეზღუდვა
4. შემეცნების და სხვა ფარული ფორმის შეზღუდული შესაძლებლობები
ანტი-დისკრიმინაციული მოთხოვნები
ეფექტური კომუნიკაცია
ადაპტირებული დიზაინი
6.2. ტექნიკური ასპექტები და რეკომენდაციები
სიმბოლოები
გადაადგილება
ადაპტირებული მარშრუტი
შესასვლელები
მიწისა და იატაკის ზედაპირები
ბუნებრივი ზედაპირები
მცირე ზომის მოულოდნელი ვერტიკალური ცვლილებები
დროებითი პანდუსები და ამწე პლატფორმები
კარებები
საპირფარეშოს კარებები და ვესტიბიული
ხელსაბანი, სარკეები და დისპენსერები
სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა
თავშესაფარი
 
თავი VII
7.1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოგზაურობასთან დაკავშირებული რჩევები
7.2. მოგზაურობა შეზღუდული შესაძლებლობებით: რა არის თქვენი უფლებები?
7.3. შეზღუდული შესაძლებლობებით მოგზაურობა: რჩევები და მინიშნებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოგზაურებისთვის
7.4. რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ მოგზაურობის დაგეგმვაში
7.5. რესურსები და ვებგვერდები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოგზაურებისთვის
7.6. ვინ რას აკეთებს ევროპაში „ტურიზმი ყველასთვის“ დასანერგად
ციტატები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შთაგონებისთვის
სასარგებლო ინტერნეტ და ვებ-გვერდები
პროექტ “ERTSYD”-ის პარტნიორების ბმულები
საქართველო
ლატვია
მოლდოვა
პოლონეთი
პორტუგალია
უკრაინა
ბიბლიოგრაფია
 
 
 
წინასიტყვაობა
 
სოფლის ტურიზმი სოციალური პრობლემების მოგვარების მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, რადგან ის თანამშრომლობის იმედს და მოტივაციას აძლევს სოფლის მოსახლეობას, აძლევს შანსს სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრება გაატარონ სოფლად, საკუთარ სახლში.
 
პირველ ეტაპზე, ფინანსური თვალსაზრისით ასეთი საქმიანობა საკმარისად მომგებიანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის გვმატებს პოზიტიურ ენერგიას და აგვარებს ბევრ პრობლემას, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ.
 
ამ მეთოდურ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია სოფლის ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის ტურიზმის ისტორიას, კერძოდ ს & ს (საწოლი და საუზმე) სისტემის ჩამოყალიბებას. ჩრდილოეთ, დასავლეთ, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მაგალითი გასათვალისწინებელია სოფლად ტურისტული მომსახურებების ორგანიზაციული ფორმის თვალსაზრისით, ასევე გასათვალისწინებელია საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სოფლის ტურიზმის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით.
 
გაანალიზებულია ზოგიერთ ქვეყანაში, სოფლის ტურიზმის პროდუქტების ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის ძირითადი მიმართულებები. შეფასდა სოფლის ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ თემებზე და სოფელზე.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელმისაწვდომი ტურიზმის და შეზღუდული შესაძლებლობის პირების მასპინძლობის განვითარებას. წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები: როგორ ჩამოვაყალიბოთ სოფლის ტურიზმის ბიზნესი. გაანალიზებულია აშშ-ს საუკეთესო გამოცდილება დაუბრკოლებელი გარემოს შექმნის მიმართულებით და ტექნიკური რეკომენდაციების არსებობა.
 
წარმოდგენილია აგრო სახლების სერტიფიცირებისა და კატეგორიებად დაყოფის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მაგალითები და საერთაშორისო გამოცდილება სოფლად ხარისხიანი ტურისტული მომსახურების გაწევის მიმართულებით.
 
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია აგრო-ტურიზმის განვითარების მსოფლიო ინიციატივები- სოფლის ტურიზმის სპეციალური ფორმა, რომელიც ეფუძნება აქტიური გლეხის (ფერმერის) ეკონომიკას. გათვალისწინებულია ტიპიური სოფლის ფერმების აგრო-ტურიზმის პროდუქტების დემონსტრირება.
სახელმძღვანელოს ძირითადი გზავნილი.
 
21-ე საუკუნის ტურისტული მომსახურებების ბაზარზე არსებული შემოთავაზებები ბევრად სცილდება გადამხდელუნარიან მოთხოვნას. ტურისტული მომსახურებების ბაზარზე საკუთარი წილის წარმატებით მართვისთვის მასპინძელმა მომხმარებელს ყოველთვის უნდა შესთავაზოს კონკურენტუნარიანი მომსახურებები, შესთავაზოს მომხმარებელს მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში, ტურისტი, რომელიც დასასვენებლად და თანხის დასახარჯად ჩამოვიდა არ არის დაინტერესებული მფლობელის სამართლებრივი სტატუსით და იმით არის თუ არა მეპატრონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ტურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანხის სანაცვლოდ მიიღონ ხარისხიანი მომსახურებები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ კარგ დასვენებას, ახალ გამოცდილებებს და რეკრეაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძირითადი მომსახურებები, რომლებსაც ტურისტები მეპატრონისგან მოელიან არ შემოიფარგლება განთავსებით და კვებით, ტურისტები ელიან მასპინძლობის განსაკუთრებულ და უნიკალურ გარემოს. მასპინძლის მთავარი ამოცანა არის შექმნას და პოპულარიზაცია გაუწიოს კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომელიც დაფუძნებული იქნება „მასპინძლობის“ კონცეფციაზე.
 
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სახელმძღვანელო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (და არა მხოლოდ) იქნება გამოწვევა, მოტივაცია და ხელსაწყო, რათა ისინი ჩაერთონ ტურიზმის საინტერესო და პერსპექტიულ ბიზნესში.
 
პატივისცემით,
ანდრეი მაცელიუხი- „ლვოვის ტურისტული საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
www.lart.lviv.ua
 
21-ე საუკუნეში, სოფლის ტურიზმი ტურიზმის ინდუსტრიის ერთერთი ყველაზე დინამიკური სექტორია.
 
სოფლის ტურიზმის განვითარება არის სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების თვითდასაქმების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთერთი შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ ან აქვთ სოფლად სახლი, რადგან მათ, ისევე როგორც ყველა სხვას პრობლემები ექმნებათ სოფლად დასაქმების მიმართულებით.
 
სოფლის ტურიზმი საშუალებას აძლევს ქალაქის მაცხოვრებლებს შედარებით დაბალ ფასად დაისვენონ სოფლად, ბუნების პირობებში გათავისუფლდნენ სტრესისგან, დროებით დატოვონ ქალაქის ცხოვრება, მოინახულონ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, გაეცნონ სოფლის მაცხოვრებლების თანამედროვე ცხოვრებას და შემორჩენილ ტრადიციებს. სოფლის მაცხოვრებლებს (სადაც, როგორც წესი, მოსახლეობის დასაქმების დაბალი მაჩვენებელია) შესაძლებლობა ეძლევათ იზრუნონ ტურისტებზე, აწარმოონ სუვენირები და ა.შ., რაც არამარტო გააუმჯობესებს მათ კეთილდღეობას, არამედ მნიშვნელოვან გაზრდის მათი ცხოვრების ხარისხს ვიზიტორებთან კომუნიკაციის გზით.
სახელმძღვანელო არის თანამედროვე გზამკვლევი მასპინძლობის თქვენი საკუთარი ბიზნესის შექმნისა და განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პოტენციური ტურისტების დიდი უმრავლესობას არ შეუძლია დასვენების პოპულარულ კურორტებზე ან განვითარებულ ტურისტულ ცენტრებში გატარება, და ამის მიზეზი მხოლოდ ფინანსური მხარე არ არის. თუმცა, წინამდებარე დოკუმენტის ავტორებს სჯერათ, რომ თუ ბაზარი შემოგვთავაზებს დაბალი ღირებულების რეკრეაციულ ტურიზმს სოფლად, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობით, მაშინ ეს ბიზნესი შემოსავლიანი და სასიამოვნო იქნება ყველასთვის.
 
პავლო ჰორიშევსკი
უკრაინის სოფლის მწვანე ტურიზმის გაერთიანების ივანო-ფრანკივსკის რეგიონალური ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე
უკრაინის ტურიზმის საპატიო თანამშრომელი.
 

Download PDF (6.1 MB)