Skip to main content

ახალგაზრდული მუშაკებისთვის პირველი ტრენინგი გაიმართა უკრაინაში 27.05-4.06.201. ტრენინგში სულ ოცდაოთხი პირი მონაწილეობდა, მათ შორის 11 სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ღონისძიების პირველი ნაწილი (27-28 მაისი) გაიმართა ლვოვში, სადაც მონაწილეები ასევე ეწვივნენ ლვოვის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს და შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: ნატალია ტაბაკა (ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ანდრეი მაცელიუხი ( ლვოვის ტურისტული საბჭოს ასოციაციის ხელმძღვანელი). შეხვედრებზე განიხილეს ტურისტული მომსახურების ძირითადი ტენდენციები და პერსპექტივები რეგიონში (კერძოდ, სოფლად მწვანე ტურიზმის სფეროში), აგრეთვე ტურისტული მომსახურების ხელმისაწვდომობის (არქიტექტურული და აშ.) კუთხით არსებული პრობლემები. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ლვოვის ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას (ტური "Wonder Train") და ქალაქში ფეხით გადაადგილებისას შეეფასებინათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტურისტებისთვის ქალაქის ხელმისაწვდომობის დონე. ღონისძიების მეორე ნაწილი გაიმართა უკრაინის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენთა ეროვნული კომიტეტის რეაბილიტაციისა და სპორტის დასავლეთის ცენტრში(ტურკას რეგიონი, სოფელი იავორივი). აღნიშნული ვიზიტისას, მონაწილეებს, ტრენერების დახმარებით, საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა სოფლად მწვანე ტურიზმის კუთხით (ბიზნეს გეგმა, მარკეტინგი, პოპულარიზაცია, სტუმართმოყვარეობის ხელოვნება, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ტურისტული მომსახურების გაწევა და სხვა). ტრენინგის დასასრულს განხორციელდა ვიზიტი კარპატის რეგიონის საოჯახო სასტუმროში, სადაც მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი კულტურის ტრადიციებს და შეეძლოთ შეეფასებინათ ტურისტების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) მომსახურების ხარისხი და სტუმართმოყვარეობის დონე.